1. დედამიწა
ჩვენი საერთოსახლია.
2.
პროექტის მოკლე
აღწერა - პროექტი ეხება დედამიწის
დაბინძურებას, გლობალური დათმობის თემას, ომებს, კონფლიქტებს და ეკოლოგიურ კატასტროფებს,
რაც მსოფლიოს უდიდესი რისკის ქვეშ აყენებს. უნდა დავიცვათ დედამიწა კატაკლიზმებისაგან.
3.
პროექტის სრული აღწერა -
ა) ტექნოგენური კატასტროფები, რომლებსაც შეუძლიათ ბუნებრივ
გარემოში შეუქცევადი პროცესების განვითარება.
ბ)
მავნე ქიმიური ნივთიერებებით გარემოს დაბინძურება ( ომებით და კონფლიქტებით).
გ)
გარემოს გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე.
დ)
საქართველოს მწვანეთა მოძრაობა.
ე)
ნარჩენების პრობლემა გარემოს დაცვიღ პოლიტიკაში.
ვ)
მეორადი წარმოების სიკეთე.
4.
მოსწავლეთა ასაკი 17-18 მოსწავლეები.
5.
ვადები/ ხანგრძლივობა 1 -3 თვე
6.
შესაძლო აქტივობები კლასში - აქცია ,, გადავარჩინოთ დედამიწა ომებისაგან“, საინფორმაციო
ბუკლეტების შექმნა ინფორმატიკის გაკვეთილზე, გეოგრაფიის ბიოლოგიის, ქიმიის გაკვეთილებზე
შესაბამისი თემატური მასალის მომზადება მოსწავლეთა მიერ, კედლის გაზეთების დამზადება,
შესაბამისი მასალის საფუძველზე ვებგვერდის შექმნა, მწვანე მცენარეების დარგვა-აქცია.
7.
მოსალოდნელი შედეგები - სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება ახალგაზრდობაში,
ნარჩენების მეორადი გადამუშავების სიკეთე, მოსახლეობაში ეკოლოგიური ცოდნის ამაღლება,
გუნდური მუშაობის, კვლევის მსჯელობის, კომუნიკაციის, პრობლემების გადაჭრის, თანამშრომლობითი
უნარების განვითარება მოსწავლეებში.
8.
სარგებელი სხვებისთვის- ნარჩენების გაუვნებელყოფა, ქიმიური,მექანიკური და ბიოლოგიური
გაწმენდა შეამცირებს ეკოლოგიური პრობლემების სიმწვავეს. ამაღლდება მოქალაქეთა თვითშეფასების
დონე, შემცირდება ტექნოგენური კატასტროფები.
9.
სამუშაო ენა: ქართული
10.
საგნებთან კავშირი: გეოგრაფია, ბიოლოგია, ქიმია, ინფორმატიკა.
11.
პროექტის ფასილიტატორი - ნანი კიკნაძე
ელ.ფოსტა: nanakiknadze1955@gmail. com
No comments:
Post a Comment